კომაროვის სკოლის 2018 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი, ნანა როგავა საქართველოს ეროვნული გამოცდების რეიტინგში პირველ ადგილზეა როგორც საგრანტო, ასევე საკონკურსო ქულებით!

ნანა:

თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე 100% დაფინანსებით ჩაირიცხა.

მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მრავალგზის ფინალისტია.

ბაქსვუდის ბანაკიდან მოხვდა იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც გაემგზავრნენ პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში.

არის ზუგდიდან და 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა კომაროვის სკოლის პანსიონში.

სწავლის განმავლობაში, გოგონების ჭადრაკის სასკოლო ტურნირის პირველი ადგილის მფლობელი იყო.

ასევე, მუშაობს თექაზე, რომლის შესასწავლადაც პანსიონში წრეზე დადიოდა.

იყო კომაროვის სკოლის ფრენბურთის გუნდის წევრი, რომელმაც ვაკის რაიონის ჩემპიონატზე 2017 წელს მე-2 ადგილი დაიკავა.

იყო კომაროვის სკოლის მაგიდის ჩოგბურთის გუნდის წევრი.


კომაროვის სკოლა ულოცავს ნანას და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს!


ზემოთ